|
2022-06-09 14:12:48, 2050 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება. ევროპარლამეტის ჯგუფების „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), შესწორება მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებას. "ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორისა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე."-ვკითხულობთ რეზოლუციაში ევროპარლამენტის წარმომადგენებს შორის 308 მომხრე იყო, ხოლო 218 წინააღმდეგი. შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ვროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დებატები გამართა და მედია თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭი უყარა. ევროპარლამენტის დებატების ინიციატორი ევროპის სახალხო პარტია იყო. შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)