15:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 10:05:12, 1683 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის აგრესიის გამო, ყველაზე რთული ზამთარი გველის, ამისთვის უნდა მოვემზადოთ

რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინა არ გაყიდის გაზსა და ნახშირს საზღვარგარეთ, რათა მთელი შიდა წარმოება მოქალაქეების საჭიროებებს მოხმარდეს. 

"რასაც არ უნდა გეგმავდნენ ოკუპანტები, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის - ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს მიწაზე, ყველა მოქალაქისთვის. დღეს განვიხილეთ გათბობის სეზონისთვის გაზის შესყიდვის, ქვანახშირის დაგროვების, ელექტროენერგიის წარმოების საკითხები. რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი ისე, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს სახელმწიფოს ნორმალური მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ არ გავყიდით გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მიმართული", - განაცხადა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics