02:48 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 16:39:12, 873 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.  

მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო და ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება. როსტევანის ქუჩაზე კი, ამ ეტაპზე,  სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. 

აღნიშნულ ქუჩებზე ჯამში, 15 000 კვ.მ ფართობზე  ასფალტის  საფარი დაიგება. ამ დრომდე, ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. 

ორივე პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი გამოიყო. 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics