|
2022-06-04 10:46:44, 1592 ნახვა
ომი უკრაინაში
მონასტირსკი - უკრაინის დაზვერვის სამსახური აზოვსტალის ქარხნის დატყვეველ მცველებს უკავშირდება
უკრაინის დაზვერვის სამსახური აზოვსტალის ქარხნის დატყვევებულ მებრძოლებს დაუკშირდა, კიევი ყველაფერს აკეთებს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, გაურკვევლობამ ასობით მებრძოლის ბედი მას შემდეგ მოიცვა, რაც ისინი ბრძანების გაცემის შემდეგ მაისის შუა რიცხვებში დააპატიმრეს. „სწორედ მათი (დაზვერვის სამსახურების) მეშვეობით ვსწავლობთ დაკავების პირობებს, კვებას და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი ყველანი იქნებიან აქ, კიევში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.“, - განაცხადა მონასტირსკიმ. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 17 მაისს განაცხადა, რომ თითქმის 2000 უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა. კიევს სურდა მებრძოლების დაბრუნება ტყვეთა გაცვლის გზით. თუმცა, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ნაცისტი კრიმინალები გაცვლას არ დაექვემდებარებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)