|
2022-06-03 20:20:28, 1169 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „ინობატ ენერჯის" (Inobat Energy) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა წერილს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვა - განვითარების კუთხით. ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მხრიდან განზრახულობათა წერილს ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „კომპანია „ინობატ ენერჯი" ბატარეების წარმოების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოწინავე ევროპული კომპანიაა. მასთან თანამშრომლობა ითვალისწინებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მოქნილობის და საიმედოობის გაუმჯობესებას, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რომლის შედეგებზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამ ტექნოლოგიური სიახლის შემდგომი დანერგვა ქვეყნის ენერგეტიკულ მეურნეობაში. ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერვისა და განვითარების პროექტში სლოვაკური კომპანიის „ინობატ ენერჯის" პარტნიორი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" იქნება.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)