|
2022-05-31 10:20:20, 2781 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვუახლოვდებით იმ წერტილს, სადაც რუსეთს მოუწევს იარაღის გადადება და დიპლომატიაზე გადასვლა
ჩვენ ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს მოუწევს იარაღის დაყრა და დიპლომატიაზე გადასვლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელესნკის თქმით, დობასში სიტუაცია ახლა უკიდურესად მძიმეა. „დონბასში ვითარება მთლიანობაში უკიდურესად მძიმეა. რუსული არმია ცდილობს შერჩევით შეკრიბოს უმაღლესი ძალები, რათა უფრო და უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს ჩვენს დამცველებზე. იქ, დონბასში, რუსული არმიის მაქსიმალური საბრძოლო ძალა შეიკრიბა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდეევკა, კურახოვო, სლავიანსკი და სხვა დასახლებები რჩება ოკუპანტების მთავარ სამიზნეებად“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მცველებს რომლებიც, მიუხედავად ოკუპანტების ტექნიკური და რაოდენობრივი უპირატესობისა, გმირულად იკავებენ ხაზს. „დღეს რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს ხარკოვი. ჩვენი სუმის რეგიონის ტერიტორიაც დაიბომბა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. ბრძოლა ხერსონის ოლქისთვის გრძელდება. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, სადაც რუსეთს მაინც მოუწევს იარაღის გადადება, ყველა დაღუპულის დათვლა და დიპლომატიაზე გადასვლა. აუცილებლად მოგიწევთ“, - დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)