15:42 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 10:12:47, 1407 ნახვა

სამართალი
„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ამხილეს და დააკავეს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები 1968 წელს დაბადებული ვასილ გოგოლაძე და 1973 წელს დაბადებული გოჩა კოპაძე.

უწყების ინფორმაციით,  „ბორჯომის სადგურის“ ხელმძღვანელი გოჩა კოპაძე და „ბორჯომის სადგურის“ მთავარი ინჟინერი ვასილ გოგოლაძე, 2014 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლამდე მოქალაქეს, რომელიც ქალაქ თბილისში „ბორჯომის სადგურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არაოფიციალურ ავტოსადგომზე განთავსებულ ავტომანქანებს მეთვალყურეობას უწევდა, ყოველდღიურად სთხოვდნენ და ართმევდნენ 150 ლარს.

შსს-ს ცნობით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ავტოსადგომიდან გაგდებით ემუქრებოდნენ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტერიტორია „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებას წარმოადგენდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics