08:14 - 07 Jul, 2026
|
2022-05-24 21:27:32, 1814 ნახვა
ომი უკრაინაში
ფონ დერ ლაიენი - დიდი ალბათობით EU-ს სამიტზე რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება არ მიიღწევა
დიდი ალბათობით EU-ს სამიტზე რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება არ მიიღწევა. - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. მისივე თქმით, ევროკავშირი არ უნდა ფოკუსირდეს მხოლოდ სამიტზე. "ვფიქრობ, სამიტი ამისთვის შესაფერისი ადგილი არაა. ჩვენ არ უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ სამიტზე. წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები გრძელდება". - თქვა ფონ დერ ლეიენმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)