|
2022-05-24 18:36:00, 1948 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ნუ იყიდით მოპარულ მარცვლეულს, ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები
რუსი ქურდები უკრაინულ მარცვლეულს იპარავენ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. მისივე თქმით, ნუ იყიდით მოპარულ მარცვლეულს, ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. "რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, გემებს ტვირთავენ, გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას იღბალი არავისთვის მოუტანია." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)