|
2022-05-24 11:50:18, 1888 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება: ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი აქვს - დააჩქარეთ მოწოდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის დასკვნა, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. როგორც კულება "ტვიტერზე" წერს, პარტნიორებმა უნდა დააჩქარონ იარაღის და საბრძოლო მასალის მიწოდება. "ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ევროპის მიწაზე. მე მოვუწოდებ პარტნიორებს დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის სიტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტიორების", - წერს კულება. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)