|
2022-05-23 15:19:44, 2003 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - ნაკლებად სავარაუდოა, პუტინმა უკრაინაში დაკავებული მედვედჩუკი „აზოვსტალის“ დატყვევებულ დამცველებში გაცვალოს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის "აზოვსტალის" მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "რია ნოვოსტი" ავრცელებს. პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკი "აზოვსტალის" ქარხნის დატყვევებულ დამცველებზე გაცვალოს, რადგან მისივე თქმით, საუბარია სხვადასხვა კატეგორიებზე. შეგახსენებთ, 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორ სისხლის სამართლის საქმეზე ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა. სახალხო დეპუტატი შინაპატიმრობას თებერვლის ბოლოს გაექცა . SBU-მ განმარტა, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მედვედჩუკი კიევის გარეუბანში დააკავეს. სადაზვერვო სამსახურმა დაამატა, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სახალხო დეპუტატის ჯერ პრიდნესტროვიში, შემდეგ კი მოსკოვში წაყვანა სცადა .
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)