|
2022-05-23 13:42:25, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - დონეცკში „აზოვსტალის“ მცველების გასამართლება სურთ
დონეცკში „აზოვსტალის" მცველების გასამართლება სურთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Interfax“ ავრცელებს. როგორც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშლინმა განაცხადა, უკრაინელ მებრძოლებს „საერთაშორისო ტრიბუნალი გაასამართლებს“. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზოვსტალელი პატიმრები იმყოფებიან. ტერიტორიაზე საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობაც იგეგმება“, - აღნიშნა პუშლინმა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აღიარებს აზოვსტალის დამცველების გაცვლის შესაძლებლობას. მისი თქმით, პროცედურას წინ უკრაინასთან მოლაპარაკებები უძღვის. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, აზოვსტალის დამცველებმა ქარხნის დატოვება დაიწყეს. რის შემდეგაც რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ისინი უკონტროლო დასახლებებში გაიყვანეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საკითხის მოგვარება პროცესის შედეგებზეა დამოკიდებული, მათ შორის აზოვსტალის დამცველების გაცვლაზე, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება. უკრაინელი მებრძოლები აზოვსტალში პოზიციებს დაახლოებით 80 დღის განმავლობაში იკავებდნენ, სწპრედ მათი წყალობით გახდა შესაძლებელი რუსული თავდასხმის შეკავება დონეცკის ოლქის კონტროლირებად ნაწილზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)