07:03 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 10:18:54, 1566 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ნანგრევებიდან 150-ზე მეტი ცხედარი ამოიღეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მაშველებმა დაბომბვის შედეგად განადგურებული 98 შენობის ნანგრევები გაასუფთავეს, საიდანაც 150-ზე მეტი ცხედარი ამოიღეს.ამის შესახებ ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ანატოლი ტორიანიკმა განაცხადა. 

ტორიანიკის თქმით, ხარკოვში ყველაზე მასიური დაბომბვა განხორციელდა ჩრდილოეთ სალტოვკაში, პიატიხატკში, სოფელი ჟუკოვსკსა და როგანში. 

"ხარკოვში ჩვენმა დანაყოფებმა მთლიანად დაშალეს 98 ადგილი, სადაც ნანგრევებია. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან 150-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი ამოიღეს. ოპერატიული სამაშველო სამუშაოების დროს ჩვენმა დანაყოფებმა 250-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს", - თქვა მან.

ქალაქის მერის თქმით, ომის შედეგად განადგურდა მთლიანი საცხოვრებელი ფართის დაახლოებით 30%. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი მიკრორაიონების მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება ომის დროს მიღებული გამოცდილება.

21 აპრილის მდგომარეობით ხარკოვში 1929 სახლია დანგრეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics