|
2022-05-22 11:25:46, 1656 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის დამაკავშირებელი ხიდი მეორედ გაანადგურეს
რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს საავტომობილო ხიდი უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერხი გაიდაიმ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები ამ ხიდს უკვე მეორედ ანადგურებენ. "2014 წლის ივლისში, ლისიჩანსკის განთავისუფლების დროს, ბოევიკებმა უკანდახევის დროს ააფეთქეს ხიდი. მას შემდეგ ორ 100000-იან ქალაქს შორის კომუნიკაცია გართულდა", - წერს გაიდაი. მისი თქმით, ხიდის რესტავრაცია 2016 წელს განხორციელდა. "დღეს ისტორია განმეორდა. ქალაქებს შორის კომუნიკაცია არსებობს", - განაცხადა გაიდაიმ. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)