|
2022-05-21 14:02:53, 1491 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მარიუპულის მცველები აბსოლუტურად გმირი ხალხია, ყველა სახლში დაბრუნდება
მარიუპულის მცველები აბსოლუტურად გმირი ხალხია - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც საინფორმაციო მარათონის ეთერში გავიდა, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ყველა დამცველი უვნებლად დაბრუნდება სახლში. "მარიუპულის მცველები აბსოლუტურად გმირი ხალხია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზოვსტალში იყვნენ 400 მესაზღვრე, დიდი რაოდენობით ეროვნული გვარდიელები, მედესანტეები, თუნდაც SBU-ს წარმომადგენლები, ექიმები, უბრალო ხალხი. ბევრი გმირი ადამიანია... ისინი იცავდნენ მარიუპოლს. ნაწილი გმირულად დაიღუპა“, - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი. მისი თქმით, დღეს ქარხნის ტერიტორიიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, ექიმი, დაჭრილი და მძიმედ დაჭრილები გაიყვანეს. "მეჩვენება, რომ ყველას გაცვლა უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან მოლაპარაკება აწარმოა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მარიუპოლის დამცველების გადასარჩენად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაპირველად ითხოვდა იარაღს, რათა განებლოკა ქალაქი სამხედრო გზით. ”ბიჭებმა მიიღეს სიგნალი სამხედროებისგან, რომ მათ აქვთ უფლება გამოვიდნენ და გადაარჩინონ სიცოცხლე. გაცვლის პროცესი იმაზეა დამოკიდებული, რა წვლილს შეიტანს გაერო, წითელი ჯვარი, სხვა საერთაშორისო გარანტორები გმირების გამოსახსნელად. რეალურად და უახლოეს დროში ველოდებით ამა თუ იმ გაცვლის ფორმატს", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)