14:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 10:09:09, 2040 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვამ რუსულ ენერგორესურსებზე უარი განაცადა - არ შეგვიძლია დავუშვათ რუსული სამხედრო მანქანის ჩვენი ფულით დაფინანსება

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ლიეტუვა უარს ამბობს რუსულ ნავთბა და გაზზე, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა განაცხადა.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, კვირიდან ლიეტუვაში არ იქნება რუსული გაზი, ნავთობი, ელექტროენერგია, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არა მხოლოდ ლიუტევის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე.“

გარდა ამისა, კრეივისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწევს მაშინ, როდესაც წარმატებით დაასრულებს სინქრონიზაციას და ელექტროენერგიის საჭიროებებს ადგილობრივი მწვანე ენერგიით დაფარვას და გახდება ექსპორტიორი სახელმწიფო.

„ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება მეომარ უკრაინასთან, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსული სამხედრო მანქანა ჩვენი ფულით დაფინანსდეს, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics