|
2022-05-20 11:01:22, 1437 ნახვა
ომი უკრაინაში
G7 უკრაინას გადასახადების დასაფარად 18,4 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
G7 ქვეყნების ფინანსური ლიდერები უკრაინის გადასახადების დაფარვის მიზნით 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ. ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გვერდში დაუდგნენ კიევს რუსეთთან ომის განმავლობაში და მეტი გააკეთონ საჭიროების შემთხვევაში. „2022 წელს ჩვენ მოვახდინეთ 18,4 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერის მობილიზება, მათ შორის 9,2 მილიარდი დოლარის შეადგენს უკრაინის ბოლო ფინანსურ ვალდებულებებს ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას მთელი ომის განმავლობაში და მის ფარგლებს გარეთ და მზად ვართ გავაკეთოთ მეტი, საჭიროებისამებრ“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს, ხოლო იაპონიამ პირობა დადო, რომ გააორმაგებს დახმარებას 600 მილიონ დოლარამდე, რათა დაეხმაროს უკრაინას ახლოვადიანი საჭიროებების დაფარვაში. უკრაინის შეფასებით, მას თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სჭირდება საჯარო დასაქმებულთა ხელფასების გასაცემად და ადმინისტრაციის მუშაობისთვის. შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები - G7 ფორმატში მოლაპარაკებებს მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)