|
2022-05-19 16:03:07, 1689 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის
ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკამ პუტინი გაათამამა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სუროგატები არ სჭირდება. "უკრაინის ევროპული პერსპექტივის სტრატეგიული გაურკვევლობა, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებდა გასულ წლებში, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს. ამან მხოლოდ გაათამამა პუტინი. ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, რომლებიც აჩვენებენ მეორეხარისხოვან მოპყრობას უკრაინის მიმართ და ავნებს უკრაინელების გრძნობებს."- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)