15:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 11:53:32, 967 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა

 ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა. ბრინკი, ამჟამად აშშ-ს ელჩად მსახურობს სლოვაკეთში.

 ამერიკის სენატმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში უმაღლესი დიპლომატის ყოლის აუცილებლობას მაშინ, როდესაც ის რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

„ამ კრიტიკულ მომენტში იქ ელჩის ყოლა, როცა შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინელი ხალხის დახმარება ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების საქმის წინსვლას  დარწმუნებული ვარ, რომ ის გამორჩეული ელჩი იქნება,“ - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

შეგახსენებთ, რომ სენატის მიერ დადასტურებული ბოლო ელჩი უკრაინაში, მარი იოვანოვიჩი, დონალდ ტრამპმა 2019 წელს გადააყენა.

აშშ-მ ოფიციალურად გახსნა თავისი საელჩო უკრაინის დედაქალაქში. ის  თებერვალში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ დაიხურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics