|
2022-05-18 22:52:50, 1729 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაციასთან დათმობაზე წასვლა მინსკ-3-ს ნიშნავს
ბატონი მაკრონისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან უცნაური განცხადებებია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან დათმობაზე წასვლა მინსკ-3-ს ნიშნავს. „ზოგადად, ცოტა უცნაურია არა მხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ზოგიერთი ადამიანის ეს განცხადებები... გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება მსგავს მოთხოვნებს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს. მეორეც, რაიმე დათმობა რუსეთის ფედერაციისთვის ნიშნავს მინსკ-3 და, შესაბამისად, გადადებულ ომს. ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ ეს უნდა გაიგოს, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. და ჩვენ შეგნებულად არ დავთანხმდებით ამას რაიმე ფორმით", - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)