|
2022-05-17 19:44:43, 1553 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არ არსებობს ბორკილები, რომელსაც ჩვენი თავისუფალი სულის შებოჭვა შეუძლია
არ არსებობს ბორკილები, რომელსაც ჩვენი თავისუფალი სულის შებოჭვა შეუძლია. - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისავე თქმით, არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც მათ თავისუფალ მიწაზე ფესვს გაიდგამს. " არ არსებობს ბორკილები, რომელსაც ჩვენი თავისუფალი სულის შებოჭვა შეუძლია. არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც ჩვენს თავისუფალ მიწაზე ფესვს გაიდგამს. არ არსებობს დამპყრობელი, რომელსაც ჩვენს თავისუფალ ხალხზე ბატონობა შეუძლია. ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ეს ჩვენი მიწაა." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)