|
2022-05-15 17:25:34, 1502 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი - ხარკოვში ყოველდღიურად 2000 ადგილობრივი ბრუნდება
უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან ომის შედეგად წასული ადამიანები საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისი თქმით, მეტროში ახლა 4500 ადამიანი ცხოვრობს და ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლების დროულად აღდგენაა საჭირო. „ ყოველდღიურად დაახლოებით 2000 ადამიანი ბრუნდება და ეს მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. მეტროში ახლა 4,5 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გვჭირდება დროებითი საცხოვრებელი მათთვის“, - აღნიშნავს ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა სრულიად დატოვეს პოზიციები ხარკოვის გარშემო, რაც გამოწვეულია ერთის მხრივ, უკრაინის კონტრშეტევის და მეორეს მხრივ შეზღუდული გაძლიერების გამო, - ამის შესახებ, წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)