|
2022-05-14 14:58:48, 2797 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - G7 საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად მზად არიან
G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას გააგრძელებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის პირობაც დადეს. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", - განაცხადეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გარდა ამისა, მინისტრებმა ასევე რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის გაზრდის პირობა დადეს. ამასთან, G7 ქვეყნები გააგრძელებენ მუშაობას უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამცირებლად. შეგახსენებთ, რომ 13-14 მაისს ბალტიისპირეთის კურორტ ვაისენჰაუსში (გერმანია) გაიმართა G7 ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მას ესწრებოდნენ მაღალი რანგის დიპლომატები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, აშშ-დან და ევროკავშირიდან. აღსანიშნავია, რომ G7-ის ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ აპირებენ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერისთვის 30 მილიარდი ევროს გამოყოფას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)