01:56 - 07 Jul, 2026
|
2022-05-13 21:35:49, 1700 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუს კოლეგას პირველად ესაუბრა და მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში
ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ომის დაწყების შემდეგ პირველად ესაუბრა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე თქმით, კომუნიკაციის შენარჩუნება და არსებობა აუცილებელია. "ოსტინმა მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი უკრაინაში და კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)