|
2022-05-13 20:09:58, 1565 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - უკრაინას სჭირდება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია
უკრაინას სჭირდება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. მისივე თქმით, დიდი შვიდეულის წინა შეხვედრის დროს, მან მოითხოვა სამი რამ, რაც უკრაინას სჭირდებოდა. ეს იყო: იარაღი, იარაღი და იარაღი. " დიდი შვიდეულის წინა შეხვედრის დროს, მე მოვითხოვე სამი რამ, რაც უკრაინას სჭირდებოდა. ეს იყო: იარაღი, იარაღი და იარაღი. მას შემდეგ, სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესდა და აშშ-სა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ჰაუბიცების გადმოცემისთვის მადლობას ვუხდით. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და დახმარება უნდა გაგრძელდეს. უკრაინას ახლა ესაჭიროება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია. ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძლო გადმოცემასთან დაკავშირებით, დიდი შვიდეულის ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. " - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)