|
2022-05-13 12:42:14, 1392 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - რუსები ოკუპირებული მელიტოპოლის საჰაერო ბაზას იყენებენ
რუსი სამხედროები დროებით უპირებული ქალაქ მელიტოპოლის გამოყენებით, უკრაინის საჰაერო ბაზის გამოყენებას აგრძელებენ. ამის შესახებ CNN BlackSky-ის თანამგზავრულ სურათებზე დაყრდნობით წერს. 12 მაისს 15:58 საათზე გადაღებული სატელიტური სურათი ასახავს მინიმუმ შვიდ ვერტმფრენს საჰაერო ბაზაზე. 7 მაისს დილის 6:02 საათზე გადაღებულ სატელიტურ სურათზე ჩანს მხოლოდ ერთი ვერტმფრენი. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსების მიერ საჰაერო ბაზის გამოყენება მნიშვნელოვანია, „მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ოკუპირებულ ქალაქებს ხერსონს, მარიუპოლსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასის რეგიონის ნაწილებს შორის“. მათივე ცნობით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ბაზა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის უკანა ნაწილში მდებარეობს, ეს არ ნიშნავს, რომ თვითმფრინავები იქ უსაფრთხოდ არიან. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)