|
2022-05-12 17:28:29, 1735 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრიანის დასახმარებლად ძველ საბჭოთა სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს
დიდი ბრიტანეთი საბჭოთა და რუსული წარმოების თავდაცვით აღჭურვილობას ყიდულობს , რათა უკრაინელებს მათ რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში დაეხმაროს. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი ავრცელებს. მისივე თქმით, 23 ქვეყანას აქვს რუსული აღჭურვილობის მარაგი. " ვყიდულობთ საბჭოთა და რუსული წარმოების თავდაცვით აღჭურვილობას, რათა უკრაინელებს დავეხმაროთ რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში. თუ ნამდვილად გინდათ, რომ ხვალ დილით ეს უკრაინელებს მიაწვდინოთ, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა... იპოვონ ის, რაზეც ივარჯიშებენ, იპოვონ ის, რაც მათ სჭირდებათ" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)