17:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 15:41:09, 1092 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - თუ ფინეთი განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტს, ალიანსში გაწევრიანების პროცესი მშვიდი და სწრაფი იქნება

ფინეთს ნატო-ში თბილად მიესალმებიან,  გაწევრიანების პროცესი მშვიდი და სწრაფი იქნება - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგი თვლის, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ორივე მხარის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

„მივესალმები პრეზიდენტ ნიინისტოსა და პრემიერ მინისტრ მარინის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას დაუყოვნებლად. ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის მიღებას, მას თბილად მიესალმებიან ნატოში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი. ფინეთი ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ევროკავშირის წევრი და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი“, - განაცხადა მან.

ევროპელი დიპლომატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა  ფინეთი სწრაფად შეუერთდეს ალიანსს მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, რადგან ის ათწლეულების განმავლობაში ყიდულობს სამხედრო ტექნიკას, რომელიც მის დასავლელ მოკავშირეებთან , მათ შორის აშშ-სთან თავსებადია და წევრობისთვის საჭირო მრავალ  რიტერიუმს აკმაყოფილებს.

ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას ექნება როგორც პრაქტიკული, ისე სიმბოლური შედეგები რუსეთისთვის და დასავლური ალიანსისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი დღეს გამოთქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics