|
2022-05-09 11:11:12, 2227 ნახვა
სამხედრო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - პუტინი და მისი გარემოცვა ნაცისტებს კოპირებენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსული ელიტა მეორე მსოფლიო ომის ნაცისტების კოპირებას ახდენენ და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების ხსოვნას თავიანთი ქმედებებით უზურპირებენ. - ამის შესახებ, „უკრაინაში შეჭრით პუტინი, მისი ახლო წრე და მისი გენერლები კოპირებენ 70-წლიან ფაშიზმს და ფაშისტების ტირანიას, იმეორებენ გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების შეცდომებს“, - თქვა უოლასმა ლონდონში გამოსვლაში აღლუმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. „მათი არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა უკრაინაში, თავდასხმები უდანაშაულო მოქალაქეებზე და მათ სახლებზე, მასიური სისასტიკე, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მიმართ მიზანმიმართული სისასტიკე - ეს ყველაფერი ანადგურებს მსხვერპლთა ხსოვნას და იმ რეპუტაციას, რომელიც ოდესღაც რუსეთს ჰქონდა მსოფლიოში“, - განაცხადა მინისტრმა. „ისინი არა მხოლოდ ყველა ნორმის დარღვევით შეიჭრნენ და ჩაიდინეს ომის დანაშაულები, არამედ მათმა ბრძანებამ ჯარისკაცები ისე დააგდეს, რომ მათ სამხედრო სასამართლოში გამოყვანა სჭირდებათ“, - თქვა ბენ უოლესმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)