21:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 14:28:44, 1787 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთში 66 ბანაკი აღმოაჩინეს, სადაც იძულებით დეპორტირებულ უკრაინელებს ათავსებენ

რუსეთში სულ მცირე 66 ბანაკია, სადაც იძულებით დეპორტირებულ უკრაინელებს ათავსებენ. ბევრი მათგანი სახლებიდან ათასობით მილის დაშორებით მდებარეობს, ქვეყნის ყველაზე შორეულ კუთხეებში, მათ შორის ციმბირში, კავკასიაში, არქტიკულ წრეში და შორეულ აღმოსავლეთში. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Inews- ის გამოძიებაშია ნათქვამი.

ჟურნალისტების თქმით, ამ ბანაკებიდან 38-ში 6250 ადამიანია და მათგან მესამედზე მეტი მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ ბანაკში საშუალოდ 162 ადამიანი ცხოვრობს.

Inews-ის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთს შესაძლოა დასჭირდეს მინიმუმ 6000 ბანაკი იმ ადამიანების დასასახლებლად, რომლებსაც საზღვრის კვეთას აიძულებენ.

"მაშინ, როცა რუსული მედია ამტკიცებს, რომ მათ შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრება „აირჩიეს“, იქიდან გასვლის მსურველები ფაქტობრივად შეუძლებელი ამოცანის წინაშე დგანან. ისინი ფაქტიურად საკონცენტრაციო ბანაკში არიან: ნივთების, ტელეფონების, ფულის და დოკუმენტების გარეშე", -  ნათქვამია გამოძიებაში. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო მედიის ცნობით, 808 000 უკრაინელი, მათ შორის 153 000 ბავშვი, უკანონოდ იქნა დეპორტირებული რუსეთში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
საინფორმაციო სააგენტო BMG-ი On.ge-ის ყიდულობს - მედიაჩეკერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics