|
2022-05-07 19:10:13, 1784 ნახვა
ომი უკრაინაში
The Washington Post - პენტაგონი უკრაინისთვის დამატებით $136 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს
პენტაგონი უკრაინისთვის დამატებით $136 მილიონის ღირებულების საჰაერო ხომალდების, ლაზერულად მართვადი რაკეტების, ბინოკლებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებს ამერიკული კერძო კომპანიებისგან შეიძენს. ამის შესახებ ინფრომაციას The Washington Post-ი ავრცელებს. გამოცემა იუწყება, რომ იარაღი და აღჭურვილობა, რომელსაც ამერიკული კომპანიები შეიძენენ, წარმოადგენს სამხედრო დახმარების ცალკე კატეგორიას, ვიდრე იმ იარაღის რაოდენობას, რომელიც აშშ-მ უკვე მიაწოდა უკრაინას პენტაგონის მარაგებიდან. ამასთან, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პენტაგონი ასევე შეიძენს 19,7 მილიონი დოლარის ღირებულების Puma-ს ხელის დრონებსაც. გაზეთის ცნობით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 22,6 მილიონი დოლარის ღირებულების 70 მმ რაკეტებს, რომელიც ცნობილია როგორც Advanced Precision Weapons System, რომელიც შეიძლება გაშვებული იყოს ვერტმფრენებიდან და კიდევ 17,8 მილიონი დოლარი გადაეცემა Switchblade თვითმფრინავებისთვის. პენტაგონის მდივნის მოადგილის შესყიდვისა და ლოჯისტიკის საკითხებში ბილ ლაპლანტმა თქვა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს აქვს 300 მილიონი დოლარის დაფინანსება, რომელიც დამტკიცებულია კონგრესის მიერ, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს კომერციულად ხელმისაწვდომ სამხედრო აღჭურვილობაზე. „ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტში ვართ სამხედრო ინდუსტრიასთან, რადგან ჩვენი მოთხოვნები ვითარდება. ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოიყენებას უკრაინელი სამხედროების მხარდასაჭერად რუსული აგრესიის ფონზე,”- აღნიშნა ლაპლანტმა. გარდა ამისა, თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ Switchblades, რომელსაც ასევე უწოდებენ „კამიკაზის დრონებს", ფუნქციონირებისთვის მცირე მომზადება სჭირდება და უკვე დადასტურდა მისი ეფექტურობა რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ Puma-ს სადაზვერვო დრონები გააძლიერებენ უკრაინის დაზვერვას. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს,რომელიც 28 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ხმათა უმრავლესობით დააკტკიცა. უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
საინფორმაციო სააგენტო BMG-ი On.ge-ის ყიდულობს - მედიაჩეკერი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)