19:55 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 18:11:59, 3061 ნახვა

ომი უკრაინაში
ესპანეთში, უკრაინის მიერ ძებნილი და ღალატში ეჭვმიტანილი პრორუსი ბლოგერი დააკავეს

ესპანეთში, სამართალდამცავმა ღალატში ეჭვმიტანილი პრორუსი ბლოგერი, ანატოლი შარი დააკავეს. სპეცოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალურ პროკურატურასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ესპანეთის ეროვნულ პოლიციასთან და ესპანეთის ატაშეს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა. 

SBU-ს გამომძიებლების თქმით, ბრალდეული საინფორმაციო სფეროში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ უკანონო ქმედებებს ახორციელებდა და უცხოური სტრუქტურების სახელით მოქმედებდა. 

"ეს დაკავება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინის ყოველი მოღალატე ადრე თუ გვიან დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, ეს გარდაუვალია.

გამოძიებით დასტურდება, რომ ა.შარიას ინტერვიუებსა და გამოსვლებში არის ფაქტები უკრაინის წინააღმდეგ მისი დივერსიული საქმიანობის შესახებ.

მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება, რათა ეს პირი კანონის წინაშე აგოს პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე",- წერია უკრაინის SBU-ს განცხადებაში

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics