15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 11:57:05, 762 ნახვა

საზოგადოება
ჟვანიას ქუჩაზე სკვერი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნ. ჟვანიას ქ. N28-ის მიმდებარედ 1 500 კვ. მ. ფართობზე სკვერს აწყობს.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები.  ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება LED განათების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

რეკრეაციული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს.

„მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი მაგარი სკვერი შეემატება.  ეს ტერიტორია სრულად მოუწესრიგებელი და დაბინძურებული იყო. მოსახლეობის ჩართულობით მიმდინარეობს სამუშაოები და მიხარია, რომ ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სკვერის მოწყობის სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება.

პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 630 000 ლარი არის გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics