14:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 13:15:45, 1662 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ისრაელის მთავრობას კიევის „ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მთავრობა კიევის „ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფრომაციას თავად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

რუსეთმა ისრაელის მთავრობას ბრალდება მას შემდეგ წაუყენა, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩის სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ ის ახსნა-განმარტებით საუბარზე დაიბარა.

„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის იაირ ლაპიდის ანტიისტორიულ განცხადებებზე, რომლებიც დიდწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის კურსს ნეონაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად კიევში“, - აღნიშნულია რუსეთის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია, ასე უპასუხა: ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ლავროვის ამ ქმედებამ კარგად აჩვენა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics