16:33 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 13:25:51, 1016 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და პანდუსები ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოს ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

 უწყების ცნობით, გამგეობის მიერ გმირი კურსანტების ქუჩის მეორე შესახვევში, N5 კორპუსში ვერტიკალური პლატფორმა (ლიფტი) დამონტაჟდა. აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კორპუსი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სადარბაზოს ადაპტირება მომხდარიყო, რის გამოც მოქალაქეები დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, გამგეობამ კორპუსის გარე ნაწილზე ლიფტის დამონტაჟების  გადაწყვეტილება მიიღო. ლიფტის მონტაჟისთვის  გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 500 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, სადარბაზოებში ელექტრო ამწე პლატფორმების მოწყობის სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N15 კორპუსსა  და მეექვსე მიკრორაიონის N14 კორპუსში დასრულდა, სამ მისამართზე კი  - მიმდინარეობს. ჯამში, ექვსივე პროექტისთვის  216 637 ლარი დაიხარჯება. 

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics