|
2022-04-27 14:10:49, 1286 ნახვა
ეკონომიკა
„წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ ახალი თაობისთვის
„თიბისი“ კონცეპტის საგამოფენო სივრცე 1 აპრილიდან მასპინძლობს გამოფენას ”წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ და მასტერკლასებს ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის. გამოფენა თიბისისა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით იმართება. ეს არის მორიგი პროექტი, რომლის მეშვეობითაც „თიბისი“ ახალგაზრდებს მთელი თვის მანძილზე სთავაზობს ახალ გამოცდილებასა და ემოციას. ვისაც, ჯერ კიდევ, არ გიმოგზაურიათ წიქარას მუზეუმში, იჩქარეთ - გამოფენა 28 აპრილს იხურება. „თიბისი ახალი თაობისთვის“ ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას დროსა და სივრცეში და მუდმივად სთავაზობს მათ სიახლეებს სხვადასხვა პროექტების სახით. „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომლითაც „თიბისი“ ახალი თაობის განვითარებაზე, მათ წინსვლასა და მრავალმხრივ ინტეგრაციაზე ზრუნავს. „წიქარას” გამოფენამ ბევრ სტუმარს უმასპინძლა. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ბავშვებისათვის. მათ შესაძლებლობა მიეცათ, ილუსტრატორების თანხლებით, შეექმნათ სხვადასხვა სახის ნამუშევრები - სამგანზომილებიანი ილუსტრაციები და პოსტერები. გონების განვითარებაზე ორიენტირებული მასტერკლასები განკუთვნილი და სრულად მორგებული იყო 8-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის. გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტურები საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის. მასტერკლასებს ეთმობოდა იზოლირებული სივრცე, სადაც სტუმრები ამზადებდნენ ნამუშევრებს. გაიმართა 4 კურატორული ტური, სადაც ილუსტრატორები საუბრობდნენ გამოფენის დანიშნულებასა და დატვირთვაზე. „წიქარას” ექსპოზიცია პირველად 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნა წარდგენილი. საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში. გამოფენის იდეის ავტორები და კურატორები არიან გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)