05:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 19:33:58, 1415 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ვირტუალურ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ფინანსთა მინისტრთა და ცენტრალური ბანკების მმართველთა დისკუსიაში, რომელიც გახსნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსტა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, დისკუსია, რომლის მოდერატორი იყო სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური, მიეძღვნა ომს უკრაინაში, რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და შექმნილი ვითარების გავლენას კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. მაღალი დონის დისკუსიაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

თავის სიტყვაში, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერას და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.

საომარი მოქმედებების გავლენაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ განიხილება სხვადასხვა სცენარი, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს. მინისტრმა, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics