11:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 17:22:49, 1402 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო-ს გენმდივანი: მზად ვართ მარიუპოლში ადამიანური და ლოგისტიკური რესურსების მობილიზება მოვახდინოთ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა წამოაყენა ინიციატივა, შეიქმნას საკონტაქტო ჯგუფი გაერო-ს, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების შემადგენლობით ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად,- ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გუტერეშმის თქმით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. ორგანიზაცია მზადაა მოახდინოს თავისი ადამიანური და ლოგისტიკური რესურსების მობილიზება მარიუპოლში ხალხის გადასარჩენად.

„საჭიროა ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებიც უსაფრთხო და ეფექტურია. დერეფნები, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის და საჭირო დახმარების მიწოდებისთვის გამოიყენებს. ამ მიზნით მე შევთავაზე ჰუმანიტარული საკონტაქტო ჯგუფის შექმნა, რომელიც გაერო-ს, რუსეთსა და უკრაინას გააერთიანებს, რათა მოძებნონ შესაძლებლობები, გახსნას უსაფრთხო დერეფნები ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტით,“- განაცხადა გუტარეშმა.

შეგახსენებთ, რომ გუტერეშის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დააზუსტა, რომ რუსული მხარე მასთან ერთად განიხილავს მარიუპოლსა და აზოვსტალთან დაკავშირებულ საკითხებს.

ხოლო ერთი დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ხელისუფლებამ ჩაშალა ჰუმანიტარული ოპერაცია აზოვსტალის ქარხანაში. დეპარტამენტის ცნობით, ქარხანაში მყოფთაგან არცერთმა არ ისარგებლა ორშაბათს რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics