05:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 17:07:13, 1202 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ  „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“  დადგენილება მიიღო. 

დადგენილების მიღების მიზანია საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, რაც უზრუნველყოფს ამ პროდუქციის  მაღალ ხარისხს.

დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი სერტიფიცირების ეტაპები, ბიზნესოპერატორის ვალდებულებები, ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდის პროცედურები, ინსპექტირების ჩატარებისა და სერტიფიკატის გაცემის პირობები.

სერტიფიცირებას ახორციელებს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics