11:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 19:29:09, 1325 ნახვა

მსოფლიო
გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace - ჩვენმა აქტივისტებმა ბლოკირება მოუწყვეს რუსული ნავთობის ნორვეგიაში ჩამტან ტანკერს

აქტივისტებმა ბლოკირება მოუწყვეს რუსული ნავთობის ნორვეგიაში ჩამტან ტანკერს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace ავრცელებს.

მათივე თქმით, აქტივისტები ადგილზე ჩავიდნენ პატარა ზომის ნავით და შემდეგ თავი მიიბეს ტანკერის ღუზის ჯაჭვზე, იმ მიზნით, რომ დაებლოკათ 95,000 ტონამდე ნავთობის გადმოტვირთვის პროცესი.

"ჩემთვის შოკისმომგვრელია, რომ ნორვეგია ფუნქციონირებს უფასო პორტის ფორმით რუსეთის ნავთობისთვის, რითაც, როგორც ვიცით, რუსეთის ომი ფინანსდება", - ამბობს Greenpeace-ის ნორვეგიული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფროდე პლიმი.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics