02:31 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 21:44:50, 1892 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი - ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციაში მოქცევას

ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციაში მოქცევას - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ფინანსთა მდივანი, ლუსი ფრეიზერი .

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის "აღიარებულის" სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. 

"რადგან ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციაში მოქცევას უკრაინაში უკანონო ომის საპასუხოდ, მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის აღიარებული სტატუსის ჩამორთმევა მკაფიო გზავნილია - ჩვენთვის რუსეთში ახალი ინვესტიციების საფუძველი არ არსებობს". - თქვა ბრიტანეთის ფინანსთა მდივანმა, ლუსი ფრეიზერმა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა უკრაინაში შეჭრისა და სეპარატისტული რეგიონების ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესა. ინდივიდუალურ პირთა სიაში პირველად მოხვდა თავად პრეზიდენტი პუტინი და უმაღლესი პირები რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალიდან. ამას ემატება სპორტული და კულტურული ბოიკოტი, ასევე ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ექსპორტის შეჩერება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics