02:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 10:02:44, 1817 ნახვა

ომი უკრაინაში
ემანუელ მაკრონი: ომმა სხვა მიმართულება მიიღო, ამიტომ პუტინთან აღარ მილაპარაკია, მაგრამ მომავალში ამას არ გამოვრიცხავ

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონმის განცხადებით, მისი დიალოგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მას შემდეგ შეფერხდა, რაც უკრაინაში მასობრივი მკვლელობები იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ კომენტარი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას გააკეთა

​კითხვაზე, თუ რატომ არ მიჰყვა სხვა ევროპელი ლიდერების მაგალითს და გაემგზავრა უკრაინის დედაქალაქ კიევში, მაკრონმა თქვა, რომ მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინაში ჩასვლა საჭირო არ იყო.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში და სხვა ქალაქებში, ომმა სხვა მიმართულება მიიღო, ამიტომ მას შემდეგ პირდაპირ აღარ მილაპარაკია, მაგრამ არ გამოვრიცხავ ამის გაკეთებას მომავალში.

მე დავბრუნდები კიევში, მაგრამ წავალ იქ, რომ რაღაც სასარგებლო მოვიტანო... რადგან აშკარაა, რომ ამ მხარდაჭერის გამოსახატავად არ მჭირდება იქ გამგზავრება. თუ კიევში წავალ, ეს იქნება ცვლილებების მომტანი,” - ამბობს მაკრონი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics