10:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 14:07:51, 1168 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ბორის ჯონსონს და მისი კაბინეტის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის ხელისუფლებამ  ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და მისი კაბინეტის რამდენიმე წევრს, - ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

ჯონსონის გარდა, "სტოპ სიაში" შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ელიზაბეტ ტრასი, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი დომინიკ რააბი, ხაზინის მდივანი რიში სუნაკი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა ბრიტანეთის უპრეცედენტო მტრული ზომების საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გამო რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირების მიმართ.

როგორც ცნობილია, გაფართოვდება იმ პირთა სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.

მანამდე რუსეთმა აკრძალა აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენისა და რიგი ამერიკელი ოფიციალური პირების შესვლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics