22:30 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 12:53:03, 818 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების პროგნოზი

16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics