05:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 22:23:59, 1022 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ის, რაც ხდება, სხვა არაფერია, თუ არა სერიოზული სამხედრო დანაშაულები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ ისაუბრა ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე. ამის შესახებ მან განსხვავებულ თემაზე გამოსვლისას განიხილა ამერიკელი პროფკავშირისტების წინაშე. 

"ის, რაც ხდება, სხვა არაფერია, თუ არა სერიოზული სამხედრო დანაშაულები. პასუხისმგებელი სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ, რათა დამნაშავეები [ამ დანაშაულებების] პასუხისგებაში მისცეს", - თქვა ბაიდენმა.

მან დასძინა, რუმ რუსეთი მძიმე და დაუყოვნებლივ ფასს გადაიხდის ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის.
"მე ნათლად განვაცხადე, რომ რუსეთი გადაიხდიდა მძიმე და დაუყოვნებლივ ფასს ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების გამო. დღეს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, დამანგრეველი სანქციების ახალ რაუნდს ვაცხადებთ" - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics