19:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 10:15:38, 1286 ნახვა

ომი უკრაინაში
ტარას დუმენკოს ინფორმაციით, გოსტომელში სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

კიევის ოლქის ქალაქ გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტარას დუმენკოს ინფორმაციით, ქალაქში ოკუპაციის განმავლობაში, სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკლოდ დაიკარგა.

როგორც დუმენკო აღნიშნავს, დადასტურებულია ცნობები მოქალაქეების მკვლელობის შესახებ, თუმცა უკრაინული მხარე ცხედრებს ვერ პოულობს, რადგან ოკუპანტები საკუთარ კვალს შლიან.

„გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო ჩაცხრილული მანქანები, სადაც ცხედრები ესვენა, მათ შორის ბავშვები, მაგრამ ეს ცხედრები გაქრა", - განაცხადა დუმენკომ.

ცნობისთვის, უკრაინულმა მხარემ ოკუპანტებისგან კიევის ოლქი (ირპენი, ბუჩა, გოსტომელი) 2 აპრილს დაიბრუნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics