|
2022-04-03 22:25:24, 1348 ნახვა
სამხედრო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას რუსული გაზის შესყიდვაზე ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტის განცხადებით, ევროკავშირმა სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ კიევის რეგიონის დასახლებებში სამხედრო დანაშაულების გამო. - „ასეთი დანაშაულები არ უნდა დარჩეს უპასუხოდ“, - თქვა მან ARD-თან ინტერვიუში. ლამბრეხტმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სპიკერმა, ისევე როგორც კანცლერმა ოლაფ შოლცმა, თქვა, რომ იგი სკეპტიკურად უყურებს მოსკოვის ნებისმიერ დაპირებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. „ჩვენ ვნახეთ, როგორ იტყუებიან ადამიანები, როგორ გვატყუებდნენ, როგორ არ შეასრულეს დაპირებები. ამიტომ, აქ ძალიან ფრთხილად ვარ, ძალიან სკეპტიკურად განწყობილი“, - თქვა მან. შოლცმა კვირას ასევე დაგმო ბუჩას მკვლელობები, მოუწოდა მათ გამოძიების დაწყებას და დაჰპირდა ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ არ უთქვამს რუსული გაზის იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. გერმანიის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ შეძლებს მთლიანად შეაჩეროს რუსული გაზის შესყიდვა 2024 წლის შუა რიცხვებისთვის. რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ტერიტორიიდან უკვე ნანახი და გადმოსვენებულია 410 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. - ამის შესახებ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე განაცხადა. 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები. 2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)