|
2022-03-28 16:14:59, 1150 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა - აიაზ მიუტალიბოვის გზა პრეზიდენტობიდან დევნილობამდე
აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი აიაზ მუტალიბოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, - წერს Report აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არაზ ალიზადეზე დაყრდნობით. ექსპრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას პორტალი Azerbaycan24-იც ავრცელებს. ალიზადეს თქმით, მუტალიბოვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ“. 1991 წლის 8 სექტემბერს გაიმართა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მიხედვითაც აიაზ მიუტალიბოვმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 98,5 %[8]. ბიულეტინებში შეტანილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატურა, რადგან მეორე კანდიდატმა, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ზარდუშტ ალიზადემ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. 10 სექტემბერს გაიმართა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის საგანგებო სხდომა, რომელზედაც მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დაშლის შესახებ. ამავე წლის 21 დეკემბერს მიუტალიბოვმა ალმა-ათაში ხელი მოაწერა შეთანხმებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მოსვლის შემდეგ გაუარესდა სიტუაცია ყარაბაღში. 1991 წლის 2 სექტემბერს ყარაბაღელმა სომხებმა გამოაცხადეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა, ხოლო ნოემბერში აზერბაიჯანის სსრ-ის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ. სომხებმა თავის მხრივ 10 დეკემბერს ჩაატარეს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ავტონომიის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ. 1992 წლის 2 იანვარს აიაზ მიუტალიბოვმა შემოიღო პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ფონზე ოპოზიციურმა სახალხო ფრონტმა მოითხოვა პრეზიდენტის გადადგომა. 1992 წლის 6 მარტს, აზერბაიჯანის არმიის მორიგი წარუმატებლობის შემდეგ და სახალხო ფრონტის ზეწოლის შედეგად აიაზ მიუტალიბოვი გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა იაგუბ მამედოვი რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება ქვეყანაში. 8 მაისს დაეცა ქალაქი შუშა. უზენაესი საბჭოს შენობასთან მიუტალიბოვის მომხრეებმა გამართეს მიტინგი მისი საპრეზიდენტო თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით. 14 მაისს უზენაესმა საბჭომ 250-დან 219 ხმით მიუტალიბოვი დააბრუნა თანამდებობაზე. ამის პარალელურად ოპოზიციონერთა მიტინგებიც დაიწყო. 15 მაისს სახალხო ფრონტის ლიდერებმა მიუტალიბოვს ულტიმატუმი წაუყენეს. 18 მაისს მიუტალიბოვი გადადგა. ამავე დღეს იაგუბ მამედოვიც გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ისა გამბარი. 1999 წლის 4 სექტემბერს მიუტალიბოვის ინიციატივით მოსკოვში ააშენეს პირველი და ერთადერთი აზერბაიჯანული მეჩეთი. 2000 წელს დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და 2003 წლიდან სათავეში ჩაუდგა აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 2002 წელს აზერბაიჯანში კვლავ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამჯერად სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)