|
2022-03-28 15:42:58, 521 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - მთავრობა ინტენსიურად მუშაობს უკრაინასა და რუსეთში ბაზირებულ საერთაშორისო კომპანიებთან, რომ მათ თავიანთი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ
მთავრობა აქტიურად მუშაობს უკრაინასა და რუსეთში ბაზირებულ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, რომ მათ საკუთარი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ინტენსიური მუშაობა მიდის ბრიტანულ, გერმანულ და სხვა კომპანიებთან, რომ ისინი საქართველოში გადმოვიდნენ და ქვეყანამ ამით მიიღოს ამა თუ იმ სექტორის განვითარების შესაძლებლობა, ასევე გაჩნდეს დასაქმების ახალი შესაძლებლობები, მოხდეს კომპეტენციების ტრანსფერი, კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. საბოლოოდ ეს ეკონომიკაში უნდა იყოს თავისი წვლილის შემტანი. „ჩვენ ძალიან ორგანიზებულად ვმუშაობთ უცხოელ ბიზნეს თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლები გაერთიანებულები ვართ, ორგანიზებულად ვაკეთებთ ამას და ალბათ, უკეთესად გავაკეთებთ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომ საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო როგორც ჰაბი, ისე განიხილონ თავიანთი ოპერაციებისთვის. ეს უფრო წარმატებით მიმდინარეობს მომსახურების სფეროში, ცოტა უფრო გრძელვადიანია საწარმოების კუთხით, თუმცა აქაც მიმდინარეობს მუშაობა; ასევე, სხვადასხვა ლოჯისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში ქვეყანამ მაქსიმალურად მოახდინოს რესურსების ოპტიმიზაცია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)