21:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 11:42:46, 789 ნახვა

მსოფლიო
რუსი ოკუპანტები სტრატეგიას ცვლიან და უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო ომს იწყებენ

რუსეთის ფედერაცია ცვლის საკუთარ სტრატეგიას და უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო ომს იწყებს, - ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველზე, ვადიმ დენისენკოზე დაყრდნობით წერს. 

ვადიმ დენისენკოს თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ლვოვზე, დუბნოზე და ლუცკზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. შესაბამისად, ექსპერტები რუსეთის სამხედრო მოქმედებების სტრატეგიის ცვლილებაზე საუბრობენ.

„ოკუპანტები სარაკეტო იერიშს ახორციელებენ ნავთობის ბაზებზე, ასევე სასურსათო საწყობებზე. ეს ტაქტიკა არ არის, ეს სტრატეგიაა. ეს საერთოდ, საბრძოლო მოქმედებების სტრატეგიის ცვლილებაა“ - განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა.

დენისენკოს თქმით, ახლა მთავარია როგორც ნავთობპროდუქტების, ასევე სურსათის კარგად დამალვა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები შავი  ზღვიდან ახორციელებენ.  ასევე ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან ბელარუსის მხრიდანაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics